ამ ქუჩაზე გადაადგილება იზღუდება! - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

მოძრაობა

5 დეკემბრიდან ლიახვის ქუჩაზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნაძალადევის რაიონში, ლიახვის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების, როგორც სასმელი წყლის, ასევე წყალარინების ქსელის სისტემის შეცვლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„სამუშაოების მიმდინარეობისას, 5 დეკემბრის 10:00 საათიდან, ლიახვის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება, დავით გურამიშვილის გამზირიდან ჩარგლის ქუჩის კვეთის ჩათვლით. დავით გურამიშვილის გამზირიდან წამოსული ავტომობილები ლიახვის ქუჩის ნაცვლად, გადაადგილებას შეძლებენ ა. ჯინჭარაძის ქუჩიდან. ასევე, შეზღუდული იქნება ავტომობილების გადაადგილება ჩარგლის ქუჩაზე, ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჟინვალისა და შენგელიას ქუჩების გავლით, შემდეგ კი რატევანისა და ა. ჭინჭარაძის ქუჩით, საიდანაც ავტომობილები შეძლებენ დ. გურამიშვილის გამზირზე მოხვედრას.

ასევე, ჭოპორტის ქუჩიდანაც იქნება შეზღუდული გადაადგილება, საიდანაც დავით გურამიშვილის გამზირზე ავტომობილები მოხვედრას შეძლებენ ჟინვალის, შენგელიას, რატევანის და ა. ჭიჭინაძის ქუჩების გავლით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N360 ავტობუსი და N553 მიკროავტობუსი ჩარგლის ქუჩიდან დაუკავშირდებიან გუდამაყრის ქუჩას, გადაინაცვლებენ დავით გურამიშვილის გამზირზე, მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“ მოუხვევენ და მოძრაობას დაასრულებენ მათთვის განკუთვნილ ბოლო გაჩერებაზე.

უკუმიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება არ იცვლება.სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. პროექტი 2025 წლის იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც რაიონული გამგეობა გზის საფარს კაპიტალურად მოაწესრიგებს“, - ნათქვამია განცხადებაში.