საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მონტენეგროსთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა

19-წლამდელთა ნაკრები

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ შემადგენლობა დაასახელა, რომელიც მონტენეგროში გაემგზავრება და მასპინძელი ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს – თამაშები 5 და 7 აგვისტოს ქალაქ ბერანეში გაიმართბა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: საბა ტარტარაშვილი („დინამო თბილისი“), დავით ღვარძელაშვილი („ვილიარეალი“, ესპანეთი).

მცველები: დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი“, თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999“), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი“), მათე ტატიშვილი („როტ-ვაის ერფურტი“, გერმანია), საბა მურვანიძე („იბერია 1999“), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი“, ინგლისი), ლუკა კუპრავა „(ტორპედო“, ქუთაისი), დანილ დუპლიი („ტორე დელ რეი“, ესპანეთი).

ნახევარმცველები: ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი“), რეზი დანელია („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ ცარციძე („ლოკომოტივი“, თბილისი), სანდრო რატიანი („იბერია 1999“), ანდრია ქობულაძე („ლოკომოტივი“, თბილისი) ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999“).

თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი („დინამო თბილისი“), გიორგი ფერაძე („შტურმი“), დავით გოგილაშვილი („იბერია 1999“).
5 აგვისტო, 21:00 | მონტენეგრო – საქართველო
7 აგვისტო, 21:00 | მონტენეგრო – საქართველო

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 12-დან 18 ნოემბრამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები სერბეთის, გიბრალტარისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან.

შესარჩევი ეტაპის მატჩები ხორვატიაში გაიმართება.