საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა - თეა წულუკიანი

მინისტრი

კულტურის მინისტრის განცხადებით, საქართველომ „ევრობასკეტის“ საორგანიზაციოდ 7 მილიონი ლარი დახარჯა, - ამის შესახებ თეა წულუკიანმა „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, კალათბურთის ფედერაციას საორგანიზაციო ხარჯებისთვის 12 მილიონ ლარზე მეტი ჰქონდა მოთხოვნილი, თუმცა სამინისტროს გადაწყვეტილებით ბიუჯეტიდან 7 850 ათასი ლარი გამოიყო.

„ჩვენ როდესაც გამოვეყავით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მაშინ კალათბურთის ფედერაციას მოთხოვნილი ჰქონდა საორგანიზაციო ხარჯებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12 000 890 ლარამდე, მაგრამ ჩვენ განვსაზღვრეთ მაქსიმალური ოდენობა 7 850 ათას ლარამდე და რეალურად საორგანიზაციო ხარჯები დღეისთვის შეადგენს 7 მილიონ ლარს, რაც ნიშნავს იმას, რომ არამცთუ საორგანიზაციო ხარჯისთვის არ იყო 13 მილიონი საჭირო, რაც რასაკვირველია სასიხარულოა, არამედ ჩვენ მიმდინარე თვეში გვაქვს 800 000 ლარის ეკონომია. ეს ეკონომია, რომელიც ჩვენ „ევრობასკეტის“ შედეგად გაგვიჩნდა, არის დიდი შვება როგორც ჩვენთვის, ასევე იმ სპორტული ფედერაციებისთვის, ვისაც ჩვენ იმისთვის, რომ „ევრობასკეტი“ მაღალ დონეზე წარმართულიყო, სათანადო დაფინანსება წელს ვერ მივეცით“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.