გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1787163007
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ ვარჯიში განაახლა. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში მისმა კლუბმა, იტალიურმა ვირტუს ბოლონიამ გაავრცელა.

ჯერჯერობით, საუბარი მხოლოდ მსუბუქ დატვირთვებზეა.
ცნობისთვის, შენგელიამ ტრავმა 24 აგვისტოს მიიღო, როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ნიდერლანდებს სძლია, კაპიტანი კი პარკეტზე დაეცა და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. ამის გამო, თორნიკეს ევრობასკეტის გამოტოვება მოუხდა და ეს, საქართველოს ნაკრებისთვის დიდი დარტყმა გამოდგა.
როგორც მაშინ თქვა, მხარზე მეტად სული ეტკინა.