საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ნაკრები

საქართველო-უკრაინის მატჩზე დასასწრები ბილეთების ონლაინ რეჟიმში გაყიდვა TKT.GE-ზე უკვე დაიწყო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, მატჩი ბათუმში გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

„უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლის სეზონის მეექვსე შეხვედრას საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ 19 ნოემბერს გამართავს. მატჩი ჩეხეთში, ქალაქ ოლომუეცში გაიმართება. საქართველოს გულშემატკივრისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 1 ნოემბერს, 12:00 საათზე TKT.GE-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთის ფასი 13 ევროს ეკვივალენტი იქნება.

თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია”, - აღნიშნულია საქართველოს ნაკრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.