VIDEO: ტრამპი მიტინგზე ნაგვის მანქანით მივიდა

ტრამპი მიტინგზე ნაგვის მანქანით მივიდა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“ დონალდ ტრამპი ვისკონსინის შტატში საარჩევნო მიტინგზე ნაგვის მანქანით მივიდა. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრამპის მომხრეებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ „ნაგავი“ უწოდა. ამის შემდეგ თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ბაიდენის სიტყვები არასწორად გაიგეს.

როგორ მოგწონთ ჩემი ნაგვის მანქანა? მას კამალას და ჯო ბაიდენს ვუძღვნი“, - განაცხადა ტრამპმა.

რამდენიმე დღის წინ ჯო ბაიდენმა მედისონ-სკვერ-გარდენზე ტრამპის მიტინგზე გამოთქმული განცხადებების საპასუხოდ განაცხადა: „ამ დღეებში მის (ტრამპის) მიტინგზე ერთ-ერთმა ორატორმა პუერტო-რიკოს ნაგვის მცურავი კუნძული უწოდა. ერთადერთი ნაგავი, რომელსაც მე იქ ვხედავ, არიან მისი მომხრეები“. ამის შემდეგ თეთრმა სახლმა ბაიდენის სიტყვები ახსნა, რომ მან ნაგავი უწოდა „მიტინგზე გაჟღერებულ სიძულვილის რიტორიკას“.