რამდენი დასვენების დღე ექნებათ მოსწავლეებს სასწავლო წლის დასრულებამდე?
1730565569
მეორე სამშვიდობო სამიტზე რუსეთის წარმომადგენლების მიწვევა აუცილებელია უკრაინაში გრძელვადიანი მშვიდობის პრინციპების შესამუშავებლად – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, კიევი არასოდეს დაუჭერს მხარს სამშვიდობო ინიციატივებს, რომლებიც განვითარებულია უკრაინის ჩარევის გარეშე და მის ზურგს უკან.
„ჩვენ არასოდეს დავუჭერთ მხარს სამშვიდობო შეთანხმებებს უკრაინის ხარჯზე. ჩვენ არასოდეს დავუჭერთ მხარს სამშვიდობო შეთანხმებას, რომელიც არ დასჯის დამრღვევებს. ძნელია მსოფლიოში სხვა ხალხის პოვნა, რომელიც უკრაინელებზე მეტად ისწრაფვის მშვიდობისკენ. მაგრამ მშვიდობა ნებისმიერ ფასად არ არის მშვიდობა, არამედ კაპიტულაცია, ოკუპაცია, დეპორტაცია და წამება. უკრაინა ამას არასოდეს დათანხმდება“, – განაცხადა ანდრეი სიბიგამ.
უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, რომ უკრაინა ამზადებს სამპუნქტიან გეგმას მეორე სამშვიდობო სამიტისთვის.