საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ჩვენთვის იმიტომ, რომ იქ ხვიჩა დაიბადა - კვარას იტალიელი გულშემატკივრები

კვარას გულშემატკივრები

ხვიჩა კვარაცხელია ხალხის გაოცებას განაგრძობს. მისი გამოჩენისთანავე კვარაცხელიამ იტალიელების გული მოიგო. მას გულშემატკივრობენ და უყვართ. კვარაცხელიას გამო იტალიელებმა საქართველოც შეიყვარეს. 

ერთ-ერთ ვიდეოში გულშემატკივრებმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრეს. 

„ინსინიეს წასვლის შემდეგ ცოტა გვეშინოდა. ხვიჩას იტალიაში არავინ იცნობდა, თუმცა რაც ინსენიემ ბოლო პერიოდში ვერ შეძლო, შეძლო ხვიჩამ თვისი გოლებით. გვჯერა, რომ კვარს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს ნაპოლსი ისტორიაში

ვიმედოვნებთ, რომ კვარა დიდხანს დარჩება კლუბში, თუმცა ვიცით, რომ ეს რთული იქნება. ის ნამდვილი ფენომენი გახდება

საქართველო საუკეთესო ქვეყანაა ჩვენთვის იმიტომ, რომ იქ ხვიჩა დაიბადა და ამისთვის ყოველთვის მადლობლები ვიქნებით სამუდამოდ. ვხედავთ, რომ მთელი ქვეყანა მხარს უჭერს. მის თამაშებს კინოთეატრებში უყურებენ საქართველოში. სტადიონზე ბევრი ქართველი მოდის დროშებით, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის... იტალიის ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში, ფეხით წავალთ საქართველოში.

კვარა გვიყვარხარ. გპირდებით, რომ თუ წელს კვარა სკუდეტოს მოგვაგებინებს, სპეციალურად მის ტატუს დავიხატავ“,- ამბობენ გულშემატკივრები.