ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს
1749409244
საქართველოს ნაკრებმა კაბო ვერდესთან საკონტროლო მატჩი გამართა და ფრედ ითამაშა – 1:1.
ლაშა დვალი პირველად გაუძღვა გუნდს კაპიტნის რანგში, ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში 27-ე კაპიტანია.
ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართული შეხვედრა იოლი ნამდვილად არ გამოდგა. კაბო-ვერდეს ეროვნული გუნდი შესარჩევ ჯგუფში პირველ ადგილზეა, შეიძლება მსოფლიოზე გავიდეს და უდავოდ ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა. და რეალური საგოლე მომენტები პირველივე ტაიმში შექმნა – ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა გარი როდრიგესს, მაგრამ „სივასპორის“ თავდამსხმელს მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა აჯობა და „ჯვაროსნები“ აშკარა გოლებისგან იხსნა.
თავის მხრივ, ქართველთაგან ნიკა გაგნიძეს, გიორგი ქვილითაიას და გიორგი გოჩოლეიშვილის ჰქონდათ გოლის გატანის შანსი.
სანიოლის გუნდი შესვენებამდე მაინც დაწინაურდა. რამდენიმეფაზიანი შეტევა ნიკა გაგნიძიემ გააგრძელა, კარის წინ მოძებნა საბა ლობჟანიძე, რომელიც მცველს გაექცა და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გახსნა.