საქართველო–ესპანეთის თამაშს "ევროსპორტი" ეხმაურება

ნაკრები

ვრცელ სტატიას უძღვნის საქართველო-ესპანეთის დაპირისპირებას „ევროსპორტიც“.

„ვილი სანიოლის ჯვაროსნები პირველი 15 წუთი, მეტოქის საჯარიმოზე გადასვლასაც ვერ ახერხებდნენ, თუმცა მათი პირველივე კონტრშეტევა მე-18 წუთზე რობინ ლე ნორმანის ავტოგოლით დასრულდა. ესპანელებმა შოკიდან გამოსვლა მალევე შეძლეს და საქართველო დიდი ანგარიშით დაამარცხეს, რითაც პირველ ევროტურნირზე ქართველების ზღაპრული დებიუტი დაასრულეს,“-ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. ესპანეთის ნაკრებმა საქართველოს ნაკრებს სძლია და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა. ნაკრებებს შორის შეხვედრა 4:1 დასრულდა.