პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ევრობასკეტის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში 88:83 გაიმარჯვა. საქართველოს მხრიდან ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო, რომელმაც პარკეტზ 44 წუთი და 27 წამი დაჰყო. მან 20 ქულა, 12 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
23 წლის სპორტსმენის მიმართ ინტერესი იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც კალათბურთში დიდად ვერ ერკვევიან, მეტად გაიზარდა.
სანდრო ნიუ-იორკში დაიბადა. სპორტსმენის ბებია, ირა გაბაშვილი საბჭოთა კავშირის ქალთა ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი იყო.
სანდროს შესახებ უცხოური გამოცემებიც აქტიურად წერენ. ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა სპორტსმენის პირად ცხოვრებასაც განიხილავს.
„სანდრო მილოუკი ბაქსში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელია და ამჟამად, არავისზე არ არის დაქორწინებული ან დანიშნული. ის მხოლოდ თავის თამაშზეა ორიენტირებული და იხვეწება.“ - ვკითხულობთ სტატიაში.