66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმლით ფარიკაობის სეზონის ბოლო გრან პრი გაიმართა, რომელშიც სანდრო ბაზაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ფინალურ დაპირისპირებაში ბაზაძე მასპინძელ სანგუკ ოჰთან დაძაბულ ბრძოლაში, 14:15 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა მოფარიკავემ კანადელი ფარეს არფა, ირანელი ალი პაკდამანი, სამხრეთ კორეელი ჯუნჰო კიმი და იტალიელი მატეო ნერი დაამარცხა.
სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის ლიდერია. მიმდინარე სეზონში მან ალჟირსა და ტუნისში ოქროს, ხოლო ორლეანსა და ბუდაპეშტში ვერცხლის მედლები მოიპოვა.