ფოტო, ვიდეო: ლუკ ბრაიანმა ნუცა ბუზალაძეს თავისი ტურის ავტობუსი დაათვალიერებინა

ნუცა ბუზალაძე

ნუცა ბუზალაძე, რომელიც მეგა შოუში American Idol მონაწილეობს და 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა, სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებსა და ვიდეოებს გვიზიარებს.

ნუცა კადრებში American Idol-ის ჟიურის ერთ-ერთ წევრთან, ლუკ ბრაიანთან და შოუს სხვა მონაწილეებთან ერთადაა.

როგორც ჩანს, ისინი ფესტივალზე იყვნენ, რისი მონაწილეც თავად ლუკ ბრაიანია.

ნუცა ლუკ ბრაიანს საჯარო მადლობას უხდის და აღნიშნავს, რომ მონაწილეებმა საოცარი გამოცდილება მიიღეს.

ცნობისთვის, ნუცასთვის ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება კვირას და ორშაბათს მხოლოდ „ლაივის“ მსვლელობის დროს.