სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

სანდრო ბაზაძე

ჰონგკონგში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფარიკაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობის 1/8-ფინალში რუმინელი ვლად კოვალიუ 15:13 დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა.

მეოთხედფინალში ბაზაძე სამხრეთკორეელ გუენდენგ დოსა და ჩინელ შაოტონგ ლუოს შორის გამარჯვებულს შეხვდება.