სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია

sandro bazadze

თბილისში მიმდინარე ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ ხმლით ასპარეზობაში მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა – მან მერვედფინალში ეგვიპტელი მოჰამედ ამერი 15:11 დაამაცხა და ნახევარფინალში გასასვლელად 16:00 საათზე ასევე ეგვიპტელ ზიად ელსისის დაუპირისპირდება.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატზე ბექა ბაზაძეც გამოვიდა, თუმცა უნგრელ მოწინააღმდეგესთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 09:00 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათიდან გაიმართება,