„საგოლე ტყუპები“ - Daily Mail-ი კვარა-ოსიმენზე წერს

კვარა ოსიმენი

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი თავის ვებგვერდზე სერია A-დან გასული უქმეების ათ საუკეთესო ეპიზოდზე წერს, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შედეგიანი თამაშიც არის გამოყოფილი.

ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია ერთადერთი ფეხბურთელები არიან, რომლებსაც მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ ბედის შეცვლა შეუძლიათ. „საგოლე ტყუპებმა“ „კალიარის“ წინააღმდეგ თავის გუნდს სამი ქულა მოუტანეს. ოსიმენმა, როგორც სტრატოსფეროს მოთამაშემ „კალიარის“ ოთხი მცველის წინააღმდეგ საოცარი მოქმედება შემოგვთავაზა და ბრწყინვალე ასისტი შეასრულა. ის არის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია როგორც გოლის გატანა, ისე საგოლე გადაცემების შესრულება. მაგრამ მას განზრახული აქვს „ნაპოლის“ დატოვება და საუკეთესო საერთაშორისო კლუბში თამაში სურს.

Opta-ს ცნობით, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 49 მატჩში 30 გოლში მიიღო მონაწილეობა - 17 გოლი და 13 საგოლე გადაცემა. 2004-2005 წლებიდან მოყოლებული მსგავსი შედეგი მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა დადო - დომენიკო ბერარდი, რომელსაც 42 მატჩში 31 საგოლე მოქმედება ჰქონდა და ალეშანდრე პატო - 45 მატჩში 30 საგოლე მოქმედება,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

16 ტურის შემდეგ, „ნაპოლის“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულა აქვს და მე-5 ადგილს იკავებს. ვალტერ მაცარის გუნდი მომდევნო შეხვედრას 19 დეკემბერს, კოპა იტალიაზე საკუთარ მოედანზე „ფროზინონეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს, სერია A-ში კი 23 დეკემბერს, სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.

ასევე ნახეთ:

სიმეონე თამაშების წინ არასოდეს ახსენებდა მესის სახელით, მხოლოდ „ჯუჯას“ უწოდებდა - ფილიპე ლუიში

ინგლისში, პრემიერლიგის მატჩის დროს ფეხბურთელს გული გაუჩერდა

როგორ გამოეხმაურა ნიცა თავაძე კვარას გატანილ გოლს - ფოტო