პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია (FIFA) და ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო საბჭო (IFAB) ფეხბურთის წესების შეცვლაზე მსჯელობს. ამის შესახებ ყოფილმა მსაჯმა, მარკ კლატენბურგმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, IFAB-ი და FIFA-ს სამსაჯო კომიტეტის ხელმძღვანელი ფეხბურთში „სუფთა დროის“ წესის შემოღებაზე მსჯელობს.
„სუფთა დროის“ წესი ფუტზალში, კალათბურთში და სპორტის სხვა სახეობებში მოქმედებს და ითვალისწინებს წამზომის გაჩერებას, როდესაც ბურთი მოედნის ფარგლებს ტოვებს, ფეხბურთელი ტრავმას იღებს და მატჩი გაჩერებულია.
ამ წესის დამტკიცების შემთხვევაში მატჩის სათამაშო დრო, შესაძლოა, 90-დან 60 წუთამდე შემცირდეს.
მარკ კლატენბურგის განცხადებით, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მატჩის „სუფთა დრო“ (თამაშში ბურთის ყოფნის დრო) საშუალოდ 55 წუთი და 3 წამი იყო, ზოგ შემთხვევაში კი 41 წუთსაც შეადგენდა.