რა არ უნდა განათავსოთ ხატებთან ერთად და როგორ უნდა მოაწყოთ სიწმინდეების კუთხე
1747857127
23 წლის ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე თბილისში მიმდინარე ჩელენჯერის ტურნირზე წარმატებით გამოსვლას აგრძელებს. ქართველი შეჯიბრების ნახევარფინალში იასპარეზებს.
„მზიურის თასზე“ მეოთხე ნომრად განთესილმა ფურცელაძემ პირველ წრეში ბრიტანელ გილ ჰუსისთან რთული შეხვედრა მოიგო – 2:6, 7:6 (7:2), 7:5, მერვედფინალში უზბეკ სერგეი ფომინს ორ სეტში აჯობა – 6:3, 7:6 (7:4), ხოლო მეოთხედფინალში დრამატულ ბრძოლაში ესტონელი დანილ გლინკა სამ სეტში – 7-6, 5-7, 7-6 დაამარცხა.
ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელი ამერიკელ მარტინ დამს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 740-ე ადგილზეა.
თავად ფურცელაძე ამ დროისთვის ATP-ს რეიტინგში 286-ე ადგილზე იმყოფება, რაც მისთვის კარიერულად ყველაზე მაღალი პოზიციაა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ჩელენჯერზე გამარჯვების შემთხვევაში საბა ფურცელაძე 8 350 დოლარსა და 50 სარეიტინგო ქულას მიიღებს, რაც მას საუკეთესო 250 ჩოგბურთელს შორის შეიყვანს.