გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ ახალწვეულ ხვიჩ კვარაცხელიას სოციალურ ქსელში პოსტი კიდევ ერთხელ მიუძღვნა.
„ფენომენია. ის ახლახან ჩამოვიდა იტალიაში და უკვე საათში ათასი მილის სიჩქარით მიექანება“, – წერს კასანო.ქართველმა ნახევარმცველმა სერია ა-ს ახალი სეზონის ორ მატჩში სამი გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ კასანო ქართველი ფეხბურთელის თამაშს პირველად არ ეხმაურება. ანტონიო კასანომ ქართველით აღტაცება სერია ა-ში დებიუტის შემდეგაც არ დამალა.
კვარაცხელია შთამბეჭდავია. ვნახე „ნაპოლის“ მატჩი და მინდოდა, მისთვის მესიჯი გამომეგზავნა, მაგრამ ჯერ თავი შევიკავე და მოუთმენლად ველოდები შემდეგ მატჩს. ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა – როდესაც ბურთი მარჯვნივ არის, ის სწრაფად ხდება მეორე თავდამსხმელი. გატანილი გოლის დროს თავი ინტელექტით დამამახსოვრა. მცველის ზურგსუკან იმ დროს ახტა, როდესაც დაცვაში „ხვრელით“ უნდა ესარგებლა. ის მომენტს კარგად გრძნობს“, – განაცხადა ანტონიო კასანომ „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერის შესახებ Bobo TV-სთან.
21-ე საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი გამორჩეული იტალიელი თავდამსხმელი ისტორიას ხულიგანის სახელით შემორჩა, რომელიც ვერ მოარჯულეს – ითამაშა „რომაში“, მადრიდის „რეალში“, „სამპდორიაში“, „მილანსა“ და „ინტერში“.