საათები საქართველოსთვის ისტორიული მატჩის დაწყებამდე - დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება

ნაკრები

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად მზადებას განაგრძობს.

გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე გამართა მორიგი ვარჯიში, რომელშიც 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. კვლავ ინდივიდუალურად ემზადება ოთარ კიტეიშვილი, თუმცა არის პოზიტიური სიახლეც - გუნდს დაუბრუნდა გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც მცირე ტრავმის გამო დაასვენეს.

დღეს საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება, 17 ივნისს კი გუნდი დორტმუნდში, საქართველო თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს.