ბრიტანეთის პრინცესა ანა საავადმყოფოში გადაიყვანეს

პრინცესა ანა

დიდი ბრიტანეთის პრინცესა ანა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეფე ჩარლზის 73 წლის და საკუთარ სახლში დაშავდა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, გარკვეული „ინციდენტის შემდეგ მან მიიღო მსუბუქი დაზიანებები და ტვინის შერყევა“.

სასახლეში აცხადებენ, რომ პრინცესა ყოველი შემთხვევისთვის კლინიკაში რჩება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის სწრაფად გამოჯანმრთელდება.

ინციდენტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.