1746733103
რუსული გუნდები დაბრუნდებიან, როცა უკრაინის მოვლენები დასრულდება - უეფა-ს პრეზიდენტი

უეფა-ს პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა რუსული გუნდების ევროტურნირებიდან იზოლირების შესახებ ილაპარაკა.
„რუსული გუნდები დაბრუნდებიან საერთაშორისო ფეხბურთში მაშინ, როცა უკრაინაში რუსული ომი დასრულდება“, – განაცხადა ჩეფერინმა გამოცემა Sportklub-თან ინტერვიუში.
უეფა-მ და ფიფა-მ 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინაში რუსული აგრესიის მიზეზით რუსული კლუბები და ეროვნული ნაკრები ჩამოაშორა საერთაშორისო ტურნირებს.