მაისში ძლიერი მაგნიტური შტორმების თარიღები ცნობილია - დაიმახსოვრეთ ეს 4 დღე
1746990314
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირველად გააკეთა კომენტარი გასული დღის შედეგებზე და მას უწოდა „პოტენციურად დიდი დღე“ რუსეთისა და უკრაინისთვის.
„პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი „სისხლის ღვრა“ იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს ამის ნაცვლად ფოკუსირება მოახდინოს აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველოდება!“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
როგორც „ბიბისი“ წერს, შეუძლებელია ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთება იმის შესახებ, თუ რამ გაუჩინა იმედი ტრამპს – უკრაინის მოკავშირეების კოლექტიურმა მოთხოვნამ 30-დღიანი ზავის შესახებ, თუ ვლადიმირ პუტინის შეთავაზებამ კიევისთვის, განაახლონ მოლაპარაკებები სტამბოლში.
ცნობისთვის, „მსურველთა კოალიციის“ ქვეყნების ლიდერებმა 10 მაისს ულტიმატუმი წაუყენეს მოსკოვს და მოითხოვეს, რომ 12 მაისიდან უკრაინაში ცეცხლი სრულად და უპირობოდ შეწყდეს. ტრამპმა მხარი დაუჭირა ამ მოთხოვნას.
მოგვიანებით პუტინი გამოვიდა წინადადებით, რომ უკრაინასთან სამშვიდობო ზავზე მოლაპარაკებები სტამბოლში 15 მაისს გაიმართოს.