„რაც გამოარჩევს ამ ნაკრებს, ჩვენი თაობის ნაკრებისგან - არის...“ - რას ამბობს ზურა ხიზანიშვილი

ზურა ხიზანა

ზურა ხიზანიშვილი რამდენიმე წელია, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტია. მის საფეხბურთო მენეჯმენტში მოხვედრა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წარმატებას დაემთხვა. იგი youtube-ის არხზე გადაცემა „ლაი-ლაის სტუმარი იყო.

ზურა ხიზანიშვილმა გადაცემაში ნაკრების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა ის პერიოდი, როცა საქართველოს ნაკრების გუნდის წევრობა რთული იყო.

„საქართველოს ნაკრების გუნდის წევრობა მაშინ ძალიან რთული იყო, ქვეყანაც არაფრისთვის იყო მზად და გამორიცხულია, როცა ქვეყანა არაფრისთვის არ არის მზად მან რამე მოგცეს. იყო პატარა, პატარა გამონათებები, მაგრამ ეს არ იყო ხანგრძლივი პროცესი. ქვეყანა წინ წავიდა, და შედარებაც არ არის ისე განვითარდა სპორტი. თუ რამე გამაჩნია ხალხის სიყვარული, სახლი, კარი, ყველაფერი დაკავშირებული არის ეროვნულ ნაკრებთან. დღეს, რაც გამოარჩევს ამ ნაკრებს, ჩვენი თაობის ნაკრებისგან ეს არის გუნდურობა, ჩვენ ვიყავით კარგი ფეხბურთელები, მაგრამ არ ვიყავით გუნდი“, - ამბობს ზურა ხიზანიშვილი.

მან გადაცემაში ასევე, საქართველო-პორტუგალიის თამაშზე ისაუბრა. „გულახდილად გეტყვით, რომ მინდოდა რომ რონალდოს ეთამაშა, რადგან ვიცოდით რომ გუნდურობა ისეთი არ იქნებოდა, როგორიც იყო. რომ თქვეს რონალდო თამაშობსო, ძალიან გამიხარდა.

კვარაცხელიამ ვარჯიშზე (გახურებაზე) მითხრა, აუცილებლად გოლს გავიტანო და მე ხუმრობით ვუთხარი მაშინ კი გეკუთვნის რონალდუს მაისური-მეთქი და ისე მოხდა, რომ გოლიც გაიტანა და მაისურიც მისცა“, - ამბობს ხიზანიშვილი.