ტემპერატურა, რამდენიმე დღით, მკვეთრად დაიკლებს... - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1741685147
UFC-ში ალექსანდრე თოფურიამ დღეს პირველი ბრძოლა ჩაატარა. მებრძოლმა სადებიუტო ბრძოლაში ავსტრალიელ კოლბი თიქნესს სამივე რაუნდი მოუგო და გამარჯვება მოიპოვა.
რამდენი გამოიმუშავა ალექსანდრე თოფურიამ დღევანდელ ბრძოლაში
Sporty salaries-ის ინფორმაციით, დღევანდელ ორთაბრძოლაში თოფურიამ საშუალოდ 78 ათასი დოლარის გამომუშავება შეძლო. უფრო კონკრეტულად, ამ თანხიდან UFC 312-ის საბაზისო ჰონორარი 12 000 დოლარს შეადგენს, სპონსორული შემოსავალი 4 ათასი დოლარია, საუკეთესო შესრულებისთვის ბონუსის ოდენობა კი 50 ათასი დოლარის ფარგლებშია. ამას ემატება PPV (pay-per-view), იგივე სამაუწყებლო გაყიდვების პროცენტული წილიც.
შეგახსენებთ, UFC-ში ამ ეტაპზე ექვსი ქართველი მებრძოლია, მათ შორის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს მერაბ დვალიშვილი ფლობს, ქვემსუბუქი წონის მოქმედი ჩემპიონი კი ალექსანდრე თოფურიას ძმა, ილია თოფურიაა.
წყარო: BPN