ხარების საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1730749299
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა talkSPORT-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რთულია, როცა შენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რაც მას სურს. ასეთი იყო თურქეთთან და ჩეხეთთან მატჩები, მას ძალიან კარგად არ უთამაშია. პორტუგალიასთან მატჩის წინ მასთან გრძელი საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა პორტუგალიასთან, როგორც 17-18 წლის ასაკში თამაშობდა. ასევე ვუთხარი, რომ ბევრი არ იფიქრო და უბრალოდ ითამაშე. პორტუგალიასთან სრულიად ფანტასტიკური იყო“.
სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ინგლისის პრემიერ ლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია. არ გამიკვირდება თუ მამარდა პრემიერ ლიგაშიც იმ იმ დონის თამაშს აჩვენებს, რასაც 2 წელია „ვალენსიაში“ ვხედავთ. მას ამას ვუსურვებ. მან გრძელი გზა გაიარა, „ვალენსიაში“ მეოთხე მეკარედ გადავიდა, ორი თვის შემდეგ პირველი მეკარე გახდა. ფანტასტიკურად თამაშობს“.
ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.
წყარო: CrystalSport