იტალიის პოლიციამ ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი იპოვა

ხვიჩა კვარაცხელია

„ნაპოლის“ გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას მანქანა რეკორდულ დროში მოიძებნა, - ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მანქანა ქალაქ ავერსას მახლობლად, ერთ-ერთ ქუჩაზე, მიტოვებული იპოვეს.

სამართალდამცველების შეფასებით, ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია და ის უკვე პატრონს დაუბრუნდა.

ცნობისთვის, 3 ნოემბერს ქურდებმა ნეაპოლის შემოგარენში, კუმას დასახლებაში მდებარე ფეხბურთელის სახლიდან მისი ავტომობილი Mini Countryman მოიპარეს.

მომხდარის შესახებ ხვიჩა კვარაცხელიამ ადგილობრივ პოლიციას დილითვე აცნობა და ამის შემდეგ გუნდს ვარჯიშზე შეუერთდა.