„ქართველებმა ქომაგობაში დაგვჩაგრეს“ - ჩეხური გამოცემა

ქომაგები

ევრო 2024-ის F ჯგუფის მეორე ტურში ჩეხეთი - საქართველო 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ ჩეხეთის ნაკრების კაპიტანმა ტომაშ სოუჩეკმა განაცხადა, რომ მოპოვებული ქულით იმედგაცრუებულია, შედეგით უკმაყოფილოა

ავტორიტეტული ჩეხური გამოცემა iSport.cz მატჩის შესახებ სტატიას აქვეყნებს, იმ მონაკვეთებს გთავაზობთ, რომლებიც საქართველოს ეხება.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ჰამბურგის სტადიონზე ქართველები უმრავლესობაში იყვნენ და ჩეხები ქომაგობაში დაჩაგრეს.

„ქართველმა გულშემატკივრებმა, რომლებიც ჰამბურგის სტადიონზე აბსოლუტურ უმრავლესობაში იყვნენ, ქომაგობაში დაგვჩაგრეს. პირველ ტაიმში სტანეკის კარისკენ ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაარტყეს, შანსები ვერ გამოვიყენეთ და შემდეგ პენალტი გავუშვით“.

ჩეხეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა მეორე ტაიმში შეტევა გააძლიერა, მათ შორის აღსანიშნავია მატეი იურასეკისა და ანტონინ ბარაკის თამაშში ჩართვა.

საქართველოს ნაკრების კართან ბევრი მომენტი შეიქმნა, 59-ე წუთზე შიკიმ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა გოლის გატანის კიდევ არაერთი შანსი იყო, თუმცა მცდელობამ შედეგს ვერ მიაღწია, ბურთი კარის ბადეში ვერ აღმოჩნდა.