„პსჟ დაუმარცხებელია? ეს არ მაინტერესებს, მიზანი ჩემპიონობაა“ - ლუის ენრიკე

ლუის ენრიკე

„ტულუზასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

„ვფიქრობ, დღეს სოლიდურად გამოვიყურებოდით. საწყის წუთებში მატჩი თანაბარი იყო, „ტულუზა“ კარგი გუნდია, რომელიც თავს კარგად იცავს. მოედანი საუკეთესო ხარისხის არ იყო, რამაც ორივე გუნდს შეუშალა ხელი. უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ ყოველთვის უფრო მეტს ვითხოვ გუნდისგან. „ტულუზას“ წინააღმდეგ მომენტების შექმნა რთულია, დღეს რამდენიმე მომენტი გვქონდა, იმიტომ რომ კარგად ვიყენებდით სივრცეებს მათი დაცვითი ხაზის უკან...“

განაგრძეთ კითხვა