გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია. 8 თებერვალს ქვეყანაში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 24 ათასს გადააჭარბა. აქედან 11 ათასზე მეტი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა.
ნახეთ, როგორ არის გადანაწილებული ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოს სხვა რეგიონებში:
თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა - 2 187, იმერეთი - 3 382, ქვემო ქართლი - 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია - 657, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 114, მცხეთა-მთიანეთი - 697, სამცხე-ჯავახეთი - 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 138.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 33.61%-ია.