პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.
ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
„უბედნიერესი ვარ, რომ აქ ვარ და ჩემს ქვეყანას წარმოვადგენ. არაერთხელ ვთქვი, რომ ეს ბრძოლა ჩემთვის პირადი დაპირისპირება იყო და ძალიან ვეცადე პროფესიონალად დავრჩენილიყავი, ამაში ჩემი გუნდი მეხმარებოდა.
პიოტრმა ჩემზე თქვა, ნულიაო. ვინ არის ახლა ნული, ვინ არის ნულიიი?!
ჩემი საბრძოლო სტილი ყველას ანგრევს, მხოლოდ ალჯამეინ სტერლინგთან, ნამდვილ ჩემპიონთან მაქვს ხოლმე რთული რაუნდები. სხვა შემთხვევაში კი ყველამ იცის. ნებისმიერს მივმართავ: ვისაც უნდა, იმას ვეჩხუბები.
ალჯო მეუბნებოდა, ქამარზე ჩხუბი მოითხოვეო. ეს ბიჭი ჩემი ძმაა, როცა საკუთარ მოსაგებ ბრძოლებს მოიგებს, ქვემსუბუქ წონაში აინაცვლებს და მე ტიტულზე ვიბრძოლებ. რა თქმა უნდა, მე ჩემპიონობა მსურს და კიდევ ერთხელ დავამტკიცე, რომ ამას ვიმსახურებ.
მინდა ვთქვა, მე ომის წინააღმდეგი ვარ! დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას! ჩვენ სწორედ ეს გვჭირდება. შეაჩერეთ ომი, ის უნდა დასრულდეს! და საქართველო, მიყვარხართ, ყველას ძალიან დიდი მადლობა!" - თქვა მერაბმა.