ყველა წმინდანის დღესასწაული - რატომ მოდიან გარდაცვლილები ცოცხლებთან 1 ნოემბერს
1793476156
UFC ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა რუსი მეტოქე, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი, პიოტრ იანი დაამარცხა.
ქართველი და რუსი მებრძოლის დაძაბული ბრძოლა ხუთი რაუნდის განმავლობაში გაგრძელდა. მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, მერაბმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა და UFC-ის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი დამაჯერებლად დაამარცხა.
პრინციპული და უმთავრესი მეტოქის დამარცხების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ეს ჩემთვის ძალიან პრინციპული და პირადი ბრძოლა იყო. დიდება უკრაინას, დიდებას საქართველოს, დიდება თავისუფლებას, შეწყვიტეთ ომი!“, – თქვა სავსე დარბაზისა და მილიონობით ტელემაყურებლის წინაშე მერაბ დვალიშვილმა.
შეხვედრა 12 მარტს, აშშ-ში, ლას-ვეგასში გაიმართა.