„პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, კვარაცხელიაში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს“ - რას წერს ფრანგული მედია

kvara

ფრანგული ვებგვერდი le10sport-com-ი ამტკიცებს, რომ პსჟ მზადაა, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერში 180 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„წარმოუდგენელი სიახლე გავრცელდა პარიზულ კლუბთან დაკავშირებით, რომელიც „ნაპოლის“ ქართველი შემტევის შესაძენად შეთავაზებას ამზადებს. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში ბრწყინვალე თამაშით, პირველივე სეზონში უამრავი გუნდი დააინტერესა. ის სულ უფრო ხშირად ხდება დიდი ევროპული კლუბების სამიზნე.

ქართველი ვარსკვლავი პსჟ-ის ინტერესთა სფეროშიც მოხვდა. ფრანგულმა კლუბმა „ნაპოლის“ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შესაძლოა, წარმოუდგენელი თანხა – 180 მილიონი ევროც კი გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში ეს ტრანსფერი „ნაპოლის“, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სოლიდური მოგების საშუალებას მისცემს, იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ერთი წლის წინ, კვარაცხელია გუნდში დაახლოებით 10 მილიონ ევროდ გადავიდა.

ქართველის მიმართ ინტერესს სხვა მსხვილი ევროპული კლუბებიც იჩენენ. კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში უკვე 13 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა“, – წერს ფრანგული ვებგვერდი.