დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წიგნს წერს, სამეგრელოში იმყოფება, სადაც ის წიგნისთვის მორიგ ინტერვიუს წერს.
„ახლა ნაკიფუში ვარ. ხვიჩა კვარაცხელიას ბიძის, თამაზ კვარაცხელიას ოჯახში. მიყვება ბატონი თამაზი, რომ ხვიჩას ბებია, დუნია ქარჩავა ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მაგრამ უცნაური - ყველა გუნდის ფრეს გულშემატკივრობდა, არ უნდოდა ვინმეს გული დაწყვეტოდა. ასეთი საოცარი ამბავიც მოხდა ერთხელ. როცა ბენფიკას ფეხბურთელი, მილოშ ფეჰერი მოედანზე გარდაიცვალა, ტელევიზიით ნახა და ორმოცი დღე მარხულობდა მის სახელზე და ყოველ საღამოს ჭიქა ღვინოს სვამდა შესანდობარს. ვინ იყო მილოში დუნიასთვის? არავინ. მაგრამ ეს არის ვეფხისტყაოსნის ქვეყანა. მოყმის და ვეფხის ქვეყანა. უცხოს შეცნობის და თანაგაცდის.“ - წერს სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე.