პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ისევ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ისევ რატი იონათამიშვილი აირჩიეს

„შერატონ მეტეხი პალასში“ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის საარჩევნო ყრილობა გაიმართა, სადაც ორგანიზაციის ხელმძღვანელად ისევ რატი იონათამიშვილი აირჩიეს.

ყრილობას ესწრებოდნენ პარასპორტსმენები, ოლიმპიური კომიტეტის, პარლამენტის სპორტის კომიტეტის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები. რატი იონათამიშვილმა გასული ოთხი წლის საქმიანობა და შედეგები შეაფასა და დელეგატებს საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო.

დელეგატებმა იონათამიშვილი ორგანიზაციის ხელმძღვანელად ოთხწლიანი ვადით აირჩიეს. მისი თქმით, პარალიმპიური კომიტეტის ბიუჯეტი 400 პროცენტით გაიზარდა. ახალი ოთხწლიანი პერიოდის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კი პარასპორტის ახალი მოსამზადებელი ცენტრის აშენება დაასახელა. საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საზოგადოებრივ მაუწყებელთან თანამშრომლობის აუცილებლობას, რაც პარალიმპიური სახეობების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

დელეგატებმა ასევე აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტები (შალვა მაისურაძე) და გენერალური მდივანი (გიორგი მაისურაძე) ხოლო პარალიმპიური კომიტეტის გამგეობის წევრად – წარმატებული პარასპორტსმენი ირმა ხეცურიანი.