1785657365
ოთარ კიტეიშვილმა სეზონის სასტარტო მატჩი გამოტოვა – გიზი მამაგეიშვილმა „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა
ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგაში სეზონი დაიწყო და პირველ ტურში „ტიროლთან“ ფრედ ითამაშა – 1:1. მამაგეიშვილი მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა, ხოლო ოთარ კიტეიშვილი განაცხადში არ იყო – ოფიციალური ვერსიით, „შტურმის“ ქართველი ლიდერი ტრავმირებულია.
გრაცელები 29-ე წუთზე ვლოდარჩუკის გოლით დაწინაურდნენ, მაგრამ 42-ე წუთზე წონასწორობა მასპინძელთა მოთამაშემ, ოლაკიგბემ აღადგინა.












