„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
ევროპის ზოგიერთ ქვეყანას პრობლემები გვალვამ შეუქმნა. უნგრეთში მდინარე დუნაიში წყლის დონის რეკორდულად დაწევის გამო შეფერხდა ნაოსნობა, ტურიზმი და ელექტრომომარაგება.
პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის ცნობით, დღეს ღამის საათებში უნგრეთის ატომური ელექტროსადგური „პაკშის“ ორი ბლოკიდან ერთი გაითიშება. ბოლო 44 წლის განმავლობაში ეს პირველი ასეთი შემთხვევაა. სადგური ელექტროენერგიით ქვეყნის თითქმის ნახევარს ამარაგებს.
უნგრეთის დახმარების მზადყოფნის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა.
ინგლისის ნაწილში კი ძლიერი სიცხისა და უნალექობის გამო მდინარეებთან ერთად წყლის დონემ წყალსაცავებშიც რეკორულად დაიკლო. მეტეოროლოგების ცნობით ივლისის განმავლობაში რეგიონში ნალექის საშუალო ნორმა ზოგან 7 - ზოგან კი მხოლოდ 1% დაფიქსირდა, ჰაერის ტემპერატურა კი დაახლოებით 38 გრადუსია.