„ვიყოთ მართლები საკუთარ სიტყვასთან...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
1785527898
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მიმდინარე წლის ექვს თვეში დაფიქსირებული 29 915 დანაშაულიდან, გახსნილია 72 პროცენტზე მეტი. განსაკუთრებული ზრდაა, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და გახსნის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო ექვს თვეში სამართალდამცველების მიერ ნარკოდანაშაულის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნა 4 995 პირის მიმართ დაიწყო, საიდანაც 963 ნარკორეალიზატორია.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია:
"უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელმაც უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია და თითქმის 73%-ს შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 7%-იან ზრდას წარმოადგენს.
უნდა აღინიშნოს, რომ გაორმაგებულია ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაჩვენებელი და თითქმის 5000-მდე პირი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, საიდანაც 1000-მდე პირი სხვადასხვა ფორმით ჩართული იყო ნარკოტიკების რეალიზაციაში,"- აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე.
მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, კერძოდ 27 პროცენტით შემცირდა ყაჩაღობის, 9 პროცენტით ქურდობის და 28 პროცენტით ბინის ქურდობის ფაქტები.
სტატისტიკა მოიცავს, უკანონო მიგრაციის მონაცემებსაც. ირკვევა, რომ 2026 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 2 036 მოქალაქე გააძევეს. ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 4-ჯერ აღემატება.