„ნელ-ნელა მოვემზადოთ ამისთვის“ - ბერი პაისი ამბობდა, რომ ეს წინასწარმეტყველება მალე ახდება
1785613624
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი, ყაჩაღობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში მდებარე ერთ-ერთი ქსელური მარკეტის ფილიალში შეიჭრა, ბლაგვი საგნის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოლარე-ოპერატორს და ძალის გამოყენებით სალაროში არსებულ თანხას უკანონოდ დაეუფლა.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.