ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს

ლერი ხაბელოვი

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ისევ ლერი ხაბელოვი აირჩიეს. გადაწყვეტილება კომიტეტმა სესიაზე მიიღო. ხაბელოვს არჩევნებში კონკურენტი არ ჰყავდა.

ღონისძიების დასასრულს, გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებიან. გამოავლინეს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენები და მწვრთნელები.

ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, გუნდთან ერთად, შედეგების გაუმჯობესებას შეცდება.