ოფიციალურად: ლუკა გუგეშაშვილი ბერძნულ კლუბში ითამაშებს

ლუკა გუგეშაშვილი

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა გუგეშაშვილი კარიერას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბ „პანსერაიკოსში“ გააგრძელებს. ინფორმაციას ბერძნული კლუბი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„პანსერაიკოსის“ ცნობით, ლუკა გუგეშაშვილმა კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდში 23-ნომრიან მაისურს მოირგებს. 26 წლის მეკარე შეკრებას უახლოეს დღეებში შეუერთდება.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Panserraikos FC (@panserraikos_fc)