Sofascore-მა ჩეხეთთან მატჩი შეაფასა - ნახეთ, რომელმა ფეხბურთელებმა მიიღეს ყველაზე მაღალი შეფასება

ნაკრები

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებს წარმატებული სტარტი აქვს.

ვილი სანიოლის გუნდმა საკუთარ მოედანზე ჩეხეთის საკმაოდ ძლიერი ნაკრები 4:1 დაამარცხა.

გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც Sofascore-სგან ყველაზე მაღალი 8.8 შეფასება დაიმსახურა.