საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
ნოვაკ ჯოკოვიჩი აპირებს, სასტიკი მოპყრობისთვის, ავსტრალიის ხელისუფლებას სასამართლოში უჩივლოს. ინფორმაციას ამის შესახებ The sun-ი ავრცელებს.
ჩოგბურთელი გეგმავს, კომპენსაციის სახით 3,2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოითხოვოს. ამ თანხაში შედის საპრიზო 2,3 მილიონი გირვანქა, რომელიც სერბ ჩოგბურთელს ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობის შემთხვევაში შეიძლება მიეღო.
შეგახსეებთ, რომ 16 იანვარს, ავსტრალიაში, სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ ქვეყნის იმიგრაციის მინისტრის მიერ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ვიზის გაუქმება კანონიერი იყო. შესაბამისად, მსოფლიოს პირველ ჩოგანს ქვეყნის დატოვება მოუწია.