როგორი ამინდი იქნება 11 ოქტომბრამდე საქართველოში
1728408212
Australian Open-ში მონაწილეობის მისაღებად მელბურნში ჩასულ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზა გაუუქმეს. მიზეზი - კორონავირუსის წინააღმდეგ აცრის უგულებელყოფაა.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ავსტრალიის მთავრობაში განაცხადეს, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვიზაზე უარი ეთქვა და მას დეპორტაცია ელის. ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
ცნობისთვის, 5 იანვარს, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში დაშვებისას ნოვაკ ჯოკოვიჩს უნდა დაემტკიცებინა, რომ ის სამედიცინო მიზეზით ვაქცინაციისგან ნამდვილად გათავისუფლებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში დაბრუნება მოუწევს.
„ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია ვადასტურებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები ქვეყანაში შესვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, შესაბამისად, მისი ვიზა გაუქმდა. უცხოელები, რომლებსაც ვიზა არ აქვთ ან მოქმედი ვიზა გაუუქმდათ, ქვეყნიდან განიდევნებიან.
ნებისმიერი მოქალაქე უნდა აკმაყოფილებდეს ქვეყანაში შესვლის წესებს.
ვადასტურებთ, რომ ბატონ ნოვაკს პირად ტელეფონზე წვდომა ჰქონდა", - წერს ავსტრალიის სასაზღვრო პოლიცია.