ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალშია

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა წლის რიგით მეორე დიდი სლემის ტურნირის, როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში პოლონელი ვალენტინ ვაშერო ორ სეტში, 7:6, 6:3 დაამარცხა.

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ფრანგ ჯეფრი ბლენკენოს შეხვდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 270-ე პოზიციას იკავებს. გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი როლან გაროსის ძირითად ბადეში იასპარეზებს.

ბასილაშვილმა პარიზში მიმდინარე დიდი სლემის ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიდერლანდელ ბროუვერს სძლია.

ამჟამად ქართველი ATP-ის რეიტინგში 132-ე ადგილზეა და როლან გაროსზე საუკეთესო 100 ჩოგბურთელს შორის დაბრუნების შანსი აქვს.