დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
სეულის ჩელენჯერის შემდეგ რამდენიმე დღეში ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი ჩოგბურთელი იაპონიაში მიმდინარე კობეს ტურნირის ფინალში გავიდა. ნახევარფინალში ნიკოლოზმა სამხრეთ აფრიკელ ფილიპ ჰენინგს ორ სეტში მოუგო. შეხვედრა საათსა და 25 წუთს გაგრძელდა.
საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ეი ტიპის რეიტინგში 215-ე ადგილზეა. ხოლო ფინალში 11 ნოემბერს იაპონელ ჰიროკი მორაის შეხვდება. ტურნირის საპრიზო ფონდი 133 250 დოლარს შეადგენს.