ნიკოლოზ ბასილაშვილი ფინიქსის ჩელენჯერის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი

ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა აშშ-ში, ფინიქსის ჩელენჯერის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური მატჩი მოიგო და შეჯიბრების ძირითად ბადეში ითამაშებს.

ბასილაშვილმა იაპონელი ტარო დანიელი ორ სეტში, 6:4, 6:1 დაამარცხა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ქართველი ძალიან დამაჯარებელი იყო.

ფინიქსის ჩელენჯერის ძირითადი ეტაპის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე ფრანგი კორენტინ მუტე იქნება.

ამჟამად ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 152-ე ადგილზეა.