ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ნაპოლი“-„აიაქსის“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩი შეაფასა.
„ნაპოლის“ ოთხ მატჩში ოთხი მოგება დაუგროვდა – ახლა რა მიზანი გამოძრავებთ?“ – საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჯერ კომენტარი ამ კითხვაზე გააკეთა.
„უპირველესად, მინდა ბიჭებს გამარჯვება მივულოცო. ჩვენ ამ სტადიონზე თამაში დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, რადგან „სტადიო მარადონაზე“ ყოველთვის საოცარი ატმოსფეროა. რაც შეეხება ჩვენს სამომავლო მიზნებს, წინ სერია A-ს მატჩები გველის და კონცენტრაციას ამაზე მოვახდენთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. ახლა კი ძალიან კარგ განწყობაზე ვართ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ქართველმა ფეხბურთელმა ასევე ხალისით უპასუხა შეკითხვას – „ნაპოლიში“ პირველი პენალტი დაარტყი. თერთმეტმეტრიანების შესრულებას მომავალშიც აპირებ?“
„გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, პენალტს ვინ შეასრულებს. ჩვენ შეკრული გუნდი ვართ და კონკრეტულ მომენტში დასარტყმელად მზად ვინც იქნება, მან უნდა შეასრულოს“, – ამბობს ქართველი ფეხბურთელი.