1740337798
ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

"ნაპოლიმ" უეფას "ჩემპიონთა ლიგაზე" მორიგი მატჩი ამსტერდამის "აიაქსის" წინააღმდეგ გამართა.
UEFA Champions League-მა ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური.
კვარაცხელიამ "აიაქსის" წინააღმდეგ 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და 1 გოლი გაიტანა.