VIDEO: ხვიჩა კვარაცხელიას მშობლების რეაქცია გოლის გატანისას - კადრები სტადიონიდან

კვარას მშობლები

12 ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „აიაქსი“ 4:2 დაამარცხა და ორი ტურით ადრე გაინაღდა პლეი-ოფის საგზური.

კვარაცხელიამ "აიაქსის" წინააღმდეგ 1 საგოლე გადაცემა გააკეთა და 1 გოლი გაიტანა. 

სტადიონზე ხვიჩას ოჯახის წევრებიც იყვნენ და თამაშის მსვლელობას თვალს ადევნებდნენ,

გავრცელდა ვიდეო, სადაც მათი ემოციებია ასახული.

ნახეთ კადრები  ↓

 

აღსანიშნავია, რომ UEFA Champions League-მა ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.